თეგებით ძიება

ბაია პატარაია არის ერთ-ერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უფლებადამცველ, ბაია პატარაიას შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ბაია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.

"ბაია პატარაიას პოზიციას დიდი ფასი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ბაია პატარაია არის ერთ-ერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის ერთგვარი კასტა, რომელიც პირდაპირ დავალებებით მოქმედებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, რომელიც ადეიშვილის უწყებაში მუშაობდა, როდესაც ადეიშვილი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორი და შემოქმედი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების სიტყვას ვერავითარი ფასი ჩვენთვის ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა