გორში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.