თეგებით ძიება

სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო - ირაკლი ზარქუა

სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?!- ევროპარლამენტში და მის გარეთ ეს ხელმოცარულები ქვეყანას რომ აზიანებდნენ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, აინტერესებს ის ადამიანები თუ მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები შელახულია და მას აწამებენ და წამლავენ.

„პატიმარ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე მინდა ამ ხალხზე ვთქვა, ვინც ფასიან ლობისტებთან ერთად ჩვენს ქვეყანას მიწასთან ასწორებდა და ამბობდა, რომ სააკაშვილს ვწამლავდით, მისი უფლებები შელახული იყო, ვაწამებდით და ა.შ. სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნიდან გაყვანა კი არა კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არის. პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღის განმავლობაში, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?! რამდენი ხანი ამუნათებდნენ ჩვენს ქვეყანას - ორი რეზოლუცია მიიღეს ფასიანმა ლობისტებმა ევროპარლამენტში, გახსოვთ. კეზერაშვილზე თქვეს, მედიადევნილი არისო და მერე თვითონ ევროპამ გამოაცხადა „მისტერ ოფშორად“ და აღმოჩნდა, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ამით „ფორმულას“ აფინანსებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. არ ვსაუბრობ პატიმარ სააკაშვილზე, ის ახლა ცუდად არის, სადაც არის, კარგად იყოს და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მას მოუწევს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, მაგრამ მაინტერესებს, ეს ადამიანები, ეს ხელმოცარულები თუ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ბოდიში მოიხადონ?!

ეს არის ორმაგი სტანდარტი, ამიტომ არიან ხელმოცარულები და ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენ ამას ყოველთვის დავიცავთ,“ - განაცხადა ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა