თეგებით ძიება

მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, მხდალ, „კაგებეშინკებს“, კობახიძეს და გომელაურს, აგერ ვარ თქვენი პირდაპირი სამიზნე - ლევან ხაბეიშვილი

მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, მხდალ, „კაგებეშინკებს“, კობახიძეს და გომელაურს, აგერ ვარ თქვენი პირდაპირი სამიზნე და შესაბამისად, შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას. ლევან ხაბეიშვილი არ გაურბის არც კითხვებს, არც სისხლის სამართლის საქმეებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც კასპში მასსა და პარტიის წევრებზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს და შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს „ხელი არ წაუცდეს და მის თანამებრძოლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს“.

„კასპში პენსიონერებთან შეხვედრის დროს, როცა ვსაუბრობდით, როგორ უნდა დაიკლოს საპენსიო ასაკმა და მამაკაცებში 65 წლის ასაკის ნაცვლად, 60 წელი გახდეს, როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარი და რიგ შემთხვევაში 500 და უფრო მეტი, ამ დროს, ალყა შემოარტყა „რუსული პარტიის“ საჯარო მოხელეებმა და საკრებულოს წევრებმა იმ სახლს, იმ ოჯახს, სადაც ვიმყოფებოდი მე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ჩემი თანაგუნდელები ათეულობით პენსიონერთან ერთად.

ამასობაში ყველამ კარგად ნახა, რომ 3-4 საათის განმავლობაში „მილიცია“, „კაგებეშნიკის“, რუს გენერლებს რომ დაატარებს გომელაური, იმის უწყება არც კი გამოჩნდა, მიუხედავად არა ერთი შეტყობინებისა. 3-4 საათის განმავლობაში ისროდნენ ქვებს, იქცეოდნენ ველურად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, იყვნენ ყირაზე და არ გაგიკვირდებათ, თუ ახლა გეტყვით ამბავს, თუ როგორ თხზავს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენს წინააღმდეგ საქმეებს და უნდათ დაგვაბრალონ, რომ ჩვენ გავლახეთ და თავპირი დავალეწეთ „ქოცანცურებს“.

ე.ი. თურმე თუ მოგვივარდებიან და ფიზიკურად გაგვისწორდებიან, თავდაცვის უფლებაც არ გვქონია. შესაბამისად, კონკრეტული ინფორმაციების საფუძველზე, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა და გავაფრთხილო გომელაური, ეს „კაგებეშნიკი“, ოფიციალური რუსეთის აგენტი, რომ ხელი არ წაუცდეს და ჩემს თანამებრძოლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს. მან აარჩია ჩემი უახლოესი გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლები და აქ დასაქმებული ადამიანები, ვისზეც აპირებს და შესაბამისი მოქმედებები დაიწყო, რომ აღძრას საქმე,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა