რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
რუსთავში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. მოზარდს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
14 წლის გიორგი ზაქარაშვილი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მეგობრებთან ერთად მდინარე მტკვარში შევიდა და დინებამ გაიტაცა.
ბიჭის გაუჩინარების დღიდან მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. პროცესში მაშველებთან და მყვინთავებთან ერთად, კინოლოგებიც ჩაერთნენ.