თეგებით ძიება

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან გამოითქვა შეშფოთება „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირების გამო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით.

ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა უკრაინაში საქართველოს ელჩმაც“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა