თეგებით ძიება

„ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება!“ - დათო გამცემლიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

„ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება! 

საოცრებები წავიკითხე ჭკვიანი ხალხის ავტორობით: "ჭ" კლასის ტურნირია ეს under21 და რატომ არ უნდა დაესვენა, რატომ გაერისკა ტრავმითო.

ჯერ ერთი, არ არის "ჭ" კლასის ტურნირი ( ოლიმპიადაზე გასვლა "ჭ" კლასია?); თუმცა რომც იყოს, მთავარი ტურნირის კლასი და რეიტინგი კი არ იყო, არამედ ის, რას როგორ აღიქვამდა უამრავი მწარე დამარცხებით გათანგული, ორი ბრწყინვალე მატჩით გახარებული  ქართველი ხალხი - როგორც იმედის ნაპერწკალს.

ჰო, იმ 20-21 წლის ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც ლამის გული ამოიგლიჯეს და მოედანზე დადეს ორ თამაშში; თუმცა გადამწყვეტ მატჩში კლასი არ ეყოთ....მაღალი კლასის ფეხბურთელი დააკლდათ“, - წერს გამცემლიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა