„რისი ექსპერტი ვარ სინამდვილეში?“ - რას წერს გია ხუხაშვილი?
ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მინდა ვუპასუხო ტროლების, ბოტების და მათი სხვა ნაირსახეობების მხრიდან ჩემს მიმართ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას - რისი ექსპერტი ვარ სინამდვილეში?
ამ კითხვაზე ყველაზე სწორ პასუხს გასცემს მათი დამსაქმებელი, რომლის ერთადერთი მრჩეველიც გახლდით ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ ორი წლის განმავლობაში.
გულების, სიყვარულების და აღფრთოვანების გაგზავნის ნაცვლად ერთხელ ეს კითხვაც დაუსვან და “დაელოდონ პასუხს”, როგორც თვითონ უყვარს თქმა…
P.S. მთლად ჩემი წიგნის წაკითხვას ვერ მოვთხოვ…ეს უკვე ნამეტანი ჯოჯოხეთი იქნება მათთვის…“ - წერს ხუხაშვილი.