"სამართლიანობის მარში“ მიზნად ისახავდა მოღალატეებთან ბრძოლას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ - ევგენი პრიგოჟინი
„ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომლის სისხლის სამართლის საქმე გასულ კვირას დაიხურა, აუდიომიმართვას ავრცელებს.
„სამართლიანობის მარში“ მიზნად ისახავდა მოღალატეებთან ბრძოლას და ჩვენი საზოგადოების მობილიზებას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, თქვენ იხილავთ ჩვენს მომავალ გამარჯვებებს ფრონტზე“, - აცხადებს პრიგოჟინი.