თეგებით ძიება

„დამითაგეთ ნიჭიერი მეგრელები კლიპისთვის, დიდი ცეცხლი უნდა დავანთოთ!..“ - გურამ შეროზია მიმართვას ავრცელებს

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სამეგრელოს შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თავისი წარმომავლობით ამაყია.

„ძალიან მიყვარს და ამაყი ვარ იმით, რომ ვარ მეგრელი, ეს ბევრ რამეზეც აისახა: ჩემი დაუღალავობა, ცეცხლი, რომელიც არასდროს ქრება, მიზანსწრაფულობა, ხანდახან ცხარე ვხდები, უმეტესად ტკბილი. 

ყველაზე გემრიელი სამზარეულო გვაქვს, ულამაზესი ადგილები, ენა (დიალექტი თავი გაბიათ), ნიჭიერი ხალხის დიიიდი სამეგრელოდანაა (სორრი-თ), რა ბუნება, რა სტუმართმოყვარეობა!

ჰოდა დროული იყო შექმნილიყო სიმღერა “ჩქიმი”, რომელიც იმედი მაქვს მალე დაიპყრობს თქვენს ყურებსა და გულებს.

ამასობაში კი - დამითაგეთ ნიჭიერი მეგრელები კლიპისთვის, ზუგდიდში გადავიღებთ სავარაუდოდ ამ ზაფხულს. მხატვრები, მოცეკვავეები, მზარეულები, სპორტსმენები, მოდელები და უბრალოდ ლამაზი და საინტერესო ადამიანები!

დიიიდი მეგრული ცეცხლი უნდა დავანთოთ, ვისაც გაღიზიანებთ ეს ამბავი - ანუ გშურთ, ჯგირო ორდა ორადოლ ჰეითერებო. ლავ სამარგალო“, - წერს შეროზია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა