თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე დღეს საზოგადოებას 12 პუნქტის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე დღეს საზოგადოებას 12 პუნქტის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

პრესკონფერენცია 10:00 საათზეა დანიშნული.

მმართველი გუნდის ოპონენტები კრიტიკულად აფასებენ რეკომენდაციების შესრულების პროცესს და აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ხელისუფლებამ მომავალი თვეების სამუშაო გეგმაზე უნდა ისაუბროს.

"ქართულ ოცნებაში" კი ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და მომავალი თვეებიც პუნქტებზე მუშაობას დაეთმობა.

"იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ხედვა დარჩენილ თვეებში, სანამ ევროკომისია არ განახორციელებს საბოლოო დასკვნის წარმოდგენას, თუ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. თუმცა, ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე მაქსიმუმია გაკეთებული," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა