თეგებით ძიება

„სააკაშვილმაც და ზელენსკიმაც საკუთარ მიზნებს მიაღწიეს“ - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებას აკეთებს.

„გუშინდელი საღამო მოვლენებით დატვირთული გამოდგა. შვეცდები თქვენთან ერთად გავაანალიზო. 

1. სააკაშვილი პიარში მსოფლიოს ჩემპიონია. გუშინდელი ერთი ვიდეოჩართვით მან 

ა) მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება; 

ბ) გამოიწვია ფართო საზოგადოებაში (საერთაშორისოში, უპირველეს ყოვლისა) ემპათია ფიზიკური მდგომარეობის დემონსტრირებით; 

გ) ხაზი გაუსვა საკუთარ სულიერ სიმტკიცეს და გაუტეხელობას, რითიც მომხრეებში იმედი ჩასახა.

მიზანი მთლიანად მიღწეულია;

2. ზელენსკიც პიარში ჩემპიონია. მან კარგად იცის, რომ ასეთი ყურადღების კონცენტრირებას პერსონაზე ერთდღიანი ეფექტი აქვს და სასწრაფოდ, ცხელ ამბავზე თავადაც ჩაერთო და არანაკლებ ხმაურიანი ნიუსი შექმნა, პრაქტიკულად გამოაძევა საქართველოს ელჩი;

3. ზელენსკიმ ამ აქტით რამდენიმე მიზანს მიაღწია. 

ა) გამოიჩინა ზრუნვა საკუთარ მოქალაქეზე, მითუმეტეს ასეთ პოპულარულზე;

ბ) სერიოზული საიმიჯო დარტყმა მიაყენა საქართველოს ხელისუფლებას, რომელთანაც ისედაც დაძაბული აქვს ურთიერთობა;

გ) თავისი მიმართვით პარტნიორებისადმი მან სავალდებულო გახადა მათი ჩართვა სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში, თანაც უკვე სახელმწიფოს მეთაურის დონეზე;

4. არ გამოვრიცხავ, რომ ზელენსკის ეს განცხადება შეთანხმებული ყოფილიყოს პარტნიორი ქვეყნების, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის, ლიდერებთან. ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდოთ მათ განცხადებებსაც; 

5. ყველაზე საინტერესო საქართველოს მთავრობის რეაგირება იქნება. პარლამენტიდან ლანძღვას აუცილებლად მოვისმენთ. პრეზიდენტისგან სიჩუმე იქნება. მთავარი მაინც მთავრობის პოზიცია გახლავთ, რომელსაც სავარაუდოდ საგარეო საქმეთა მინისტრი გააჟღერებს. მე ხისტ განცხადებას ველი;

დასკვნისათვის ვიტყვი, რომ სააკაშვილმაც და ზელენსკიმაც საკუთარ მიზნებს მიაღწიეს. რით დამთავრდება ეს ეპოპეა შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ“, - წერს სოციალურ ქსელში გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა