წყალი 12 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
"ხვალ, 5 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ქ. მცხეთა, მირიან მეფის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 5 ივლისის 10:00 საათიდან 5 ივლისის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
გლდანის რაიონში:
აღმაშენებლის, მირიან მეფის, გედევანიშვილის, შიო მღვიმელის, კალოუბნის, ფიქრის გორას, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, წმ. ნინოს, მრევლიშვილის, კარიბჭის, კანდელაკის, კალანდაძის, ანტიოქიის, არსუკიძის, კოსტავას, სანაპიროს, გამსახურდიას, ერეკლე მეორეს, მამულაშვილის, თავდადებულის, ფარნავაზის მოედანი, თაყაიშვილის, წერეთლის, ბაგინეთის, მტკვრის, ქსნის, რუსთაველის და პეტრე იბერიელის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.