"როგორ ვარ ცოცხალი?! ამაში დედა, როგორ გამწარდებოდი, დედი..." - რას წერს გეგუთთან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა?
ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ლაშა წიქორაძის დედა, თეა გუბელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საშინელი ავარიის შემდეგ ახალგაზრდების გადარჩენის შანსი არ იყო.
ბიჭის დედა ემიგრანტია, რომელიც სოციალურ ქსელში შვილს ემშვიდობება.
"ამაში დედა როგორ გამწარდებოდი, დედიიი! ნეტა რაფერ ვარ ცოცხალი", - წერს ტრაგიკულად დარუპული ბიჭის დედა.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 1 ადამიანი.