"გული მაქვს გაგლეჯილი, მტკივა სული, როგორ ცუდადაა შენი ოჯახი, შენი დედა..." - ქუთაისის აეროპორტთან, ავარიისას დაღუპული გოგოს ვინაობა ცნობილია
ქუთაისის აეროპორტთან გუშინ ტრაგედია დატრიალდა, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 გეგუთელი ბიჭი და ლანჩხუთელი გოგო, ეკატერინე სანიკიძე.
ავარიისას, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი გოგო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გარდაცვლილ გოგოს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:
,,მთელი ერთი წელი, ყოველი დღე, შენით იწყებოდა და მთავრდებოდა ეკა... უფალმა დაგიმკვიდროს ადგილი ცათა სასუფეველში".
,,ჩემო ციმციმა გოგო... ასე როგორ დაგვტოვე...".
,,ეკუ, როგორ დამწყვიტე გული, ჩემო ლამაზო გოგო, ღმერთო, რატომ, რატომ".
,,შვილო, ეკა, როგორ მტკივა სული, როგორ ცუდად არის შენი ოჯახი, შენი დედა, რომელიც სულ შენ სახელს იმეორებს და ეს ტკივილი როგორ უნდა აიტანოს, როგორ, ჩემო საყვარელო, ლამაზო გოგო".
,,ღმერთო გთხოვ, დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი".
,,გული მაქვს გაგლეჯაზე, რომელი გიტიროთ, არ ვიცი", - წერენ სოციალურ ქსელში.