„ხომ ქილიკობდით ჩემს პროგნოზებზე... დღეს დაგაჭედებთ ბოლო ლურსმანს!“ - რას წერს ლალი მოროშკინა?
პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
„აი ახლა მოგიკითხავთ ყველას!!!
ხომ ძალიან ყელზე გადგებოდათ ჩემი სამეცნიერო ხარისხიც, პროფესორობაც, პოლიტოლოგობაც და ანალიტიკაც.
ხომ ქილიკობდით ჩემს პროგნოზებზე ჯერ ვაქცინაციის სიმახინჯეზე, ეპიდემიოლოგების შეცდომებზე, ჟურნალისტების მავნებლობაზე ინფორმაციის ჰიპერბოლიზაციის გამო, შემდეგ ომის პროგნოზზე, ასიათასობით უკრაინაში დაღუპულებზე, ტურიზმის ჩავარდნაზე,
ევროპის დაშლის დასაწყისზე,
ზელენსკის და ადეიშვილის ანტიქართულ გეგმაზე,
ახალი მაიდნის პერსპექტივაზე საქართველოში და ბოლოს, ელჩის გამობუნძულების პერსპექტივაზე!!!
მიიღეთ?
აი ამიტომ, დღეს 18.00 ალტ-ინფოზე, დაგაჭედებთ ბოლო ლურსმანს!
ჯერ არცერთი ჩემი პროგნოზი არ აცდენილა დროს და სივრცეს!
(სამწუხაროდ, დაე ვცდებოდე...)“ - წერს მოროშკინა.