თეგებით ძიება

"მთელი სოფელი განადგურდა... მეგობრები იყვნენ" - რა ახალი დეტალები ვრცელდება ქუთაისში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე?

3 ივლისს გამთენიისას, ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა მეზობლები „კვირის პალიტრასთან“ მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობენ.

„საშინელი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის, ღმერთო რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. ისევ ატირდა ჩემი გეგუთი. ჯუბა ჩემი მეზობელია, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრი. იქ სადაც მე გავიზარდე გეგუთში იმ უბანში ცხოვრობდა. ძნელია ახლა წარსულში მასზე საუბარი. იცით როგორი ადამიანი იყო? სულ გკითხავდა როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდა. ყველას გვერდში მდგომი იყო.

დაუფიქრებლად დაგიდგებოდა გვერდში. თუ რამე გჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. ის გარდაცვლილებიდან ყველაზე უფროსია, დანარჩენები 21- 23 წლის ბიჭები არიან, ლაშასაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან ძნელია მათზე წარსულში საუბარი. მთელი დღეა ცრემლებს ვიშრობ. ლაშა წლების წინ გავიცანი, ადრე ტანვარჯიშიდან ერთად დავდიოდით ხოლმე.

ცოტა მინახავს ასეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი, სულ გაღიმებული დადიოდა, ყველას გვერდით მდგომი, უკარგესი ბიჭი იყო. პატარა ძმა ჰყავს, მახსოვს როგორი ბედნიერი იყო ძმას რომ ელოდებოდა. მზე და მთვარე მასზე ამოდიოდა. ძალიან კარგი ოჯახის შვილი. არცერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული, სხვა ბიჭებსაც ვიცნობდი, უბრალოდ მათთან ისე ახლოს არ ვიყავი. ყველანი ჩემი თანასოფლელები არიან, ამდენი ოჯახი გაუბედურდა ერთდროულად, მთელი სოფელი განადგურდა. ძალიან მიჭირს, მძიმეა საუბარი. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, ცუდად ვარ, გამორჩეული ბიჭები შეეწირნენ. რა უნდა ვთქვა ამ დროს“, – განუცხადა „კვირის პალიტრას“ ჯაბას კუხიანიძის მეზობელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა