„მამიკოების ნათქვლეფით წამოყუდებულ თქვენს სასახლეებში დაეგდეთ და გაჩუმდით მაინც, უტიფრებო!“ - ნინო კვაჭანტირაძე
ჟურნალისტი, ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„მშობლების უვარგისობაზე და დანაშაულზე შვილებს პასუხი არ მოეთხოვებაო, ამბობს ლათინური ანდაზა, მაგრამ მამამ რომ სამშობლო ჯართად გაყიდა (გაანადგურა საწარმოები, დანადგარები, ჩარხები, ზოგმა მატლებიანი პური გვაჭამა, ზოგმა ხალხს ფული შეუჭამა) და ასე ნაშოვნი ფულებით შვილს გზა გაუკვალა "ნათელი" მომავლისაკენ, დღეს კი ასე განათლებულები თითს გვიქნევენ მაღალი ტრიბუნებიდან, ჭკუას გვარიგებენ და სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიან, ბნელა თუ ვინმეს ჰგონია, ქვეყანაში დემენციის ვირუსია და ყველას ყველაფერი დაგვავიწყდა? მამიკოების ნათქვლეფით წამოყუდებულ თქვენს სასახლეებში დაეგდეთ და გაჩუმდით მაინც, უტიფრებო!“ - წერს კვაჭანტირაძე.