თეგებით ძიება

„პრემიერ მინისტრი თუ ამ პედაგოგებს ეთანხმება, მაშინ უკვე უფსკრულში ვართ!“ - რას წერს ლელა გაფრინდაშვილი?

თსუ-ის პროფესორი, ლელა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ათას რამეს ვუყურე და ვერ გავიგე ის ქალები რატომ შეცვივდნენ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში"?

საბოლოოდ გავარკვიე, რომ  შარლ პეროს ერთ-ერთი ზღაპარი წაუკითხავთ. 

ზღაპარში ქვრივი კაცი, რომელსაც ულამაზესი ცოლი მოუკვდა, ჭკუიდან შეიშალა. მან საკუთარი ქალიშვილი ვერ იცნო და ცოლად შერთვა დაუპირა. საბრალო გოგონამ დასახმარებლად თავის ანგელოზს მიმართა და ა.შ.

ჰოდა, ეს სიუჟეტი პედაგოგმა ქალებმა მოთარგმნეს, როგორც ინცესტის პროპაგანდა და გადაწყვიტეს გამომცემლობასთან ანგარიშსწორება.

ნამდვილი წყვდიადია ეს ამბავი! პრემიერ მინისტრი თუ ამ პედაგოგებს ეთანხმება (ამბობენ, საპარლამენტო გამოსვლაში მოიხსენიაო), მაშინ უკვე უფსკრულში ვართ!“ - წერს გაფრინდაშვილი.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა