წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი - გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ივლისს საქართველოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.