უკრაინაში დაღუპული ჯონი ოდიშვილი ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ჯონი ოდიშვილი მშობლიურ სოფელში, ტყვიავში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო. ოდიშვილი სამშობლოში 1 ივლისს გამთენიისას ჩამოასვენეს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.