თბილისში მშენებლობიდან მუშა გადავარდა და ადგილზე დაიღუპა
თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცი სავარაუდოდ მეშვიდე-მერვე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.
რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მისულია შრომის ინსპექცია.