თეგებით ძიება

გერმანიაში ქართველ ახალგაზრდას ეძებენ

გერმანიაში, ბერლინში დაკარგულ 33 წლის ქართველს ეძებენ. კაცი რამდენიმე თვეა, რაც გაუჩინარდა და ოჯახის წევრებისთვის არ დაურეკავს.

„გერმანიაში, ბერლინში, ემიგრანტი 1990 წლის 1-ელ ივნისს დაბადებული დათო ზუზაძე დაიკარგა. კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. უკვე რამდენიმე თვეა გაუჩინარებულია...

თუ ვინმემ ნახეთ სადმე, ან გეცნობათ, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ, „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ - გთხოვთ, მიიტანოთ გულთან.

ოჯახი ეძებს, ნერვიულობენ, არ იციან სად გაუჩინარდა, არც დაურეკავს, მისი სოციალური ქსელებიც გაქრა“, - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა