ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა - ბრეგაძე სააკაშვილზე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავად იწამებს თავს.
"ისინი შიმშილს უწოდებდნენ გმირობას და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არ გაებედა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. როგორ შეიძლება შენ დაინტერესებული იყო ადამიანის კარგი ჯანმრთელობით და მას შიმშილობას აიძულებდე. რაც შეეხება წამებას - ეს წამება კი არა თვითწამებაა. ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკურო გარემოცვა", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.