თეგებით ძიება

"დამესიზმრე და ცოტა დამამშვიდე მაინც დედი, ჩემო მუდამ მომღიმარო შვილო" - რას წერს ქუთაისთან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა?

ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ლაშა წიქორაძის დედა, თეა გუბელაძე სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"დედი, წარსდექი უკვე ღვთის წინაშე? რა გითხრა, ანგელოზად გადაგაქცია და მის გვერდით ხარ?  დამესიზმრე და ცოტა დამამშვიდე მაინც, დედი. მაგრამ შენ ცოდვები არ გქონდა, დედი... ჯოჯოხეთი აქ გაიარე და ალბათ უკვე სამოთხეში ხარ, დედიკო. მითხარი დედი. ჩემო ფერადო და მუდამ მომღიმარო შვილო,“ - წერს თეა გუბელაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 1 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა