თეგებით ძიება

უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, გვირჩევნია ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საკითხის გამო, უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის უკან გამოგზავნას, "შეურაცხმყოფელ" და "სამწუხარო" ნაბიჯს უწოდებს.

"მე მინდა, პირველ რიგში, შეგახსენოთ, რომ ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან. მათ შორის, უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები იყო კიევს მიმდგარი, ის რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ძალიან ბევრ რამეზე: ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მის როლი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი.

ესეც რომ არ ყოფილიყო და მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი და შესაბამისად, ძალიან დასანანი, ძალიან სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მათ შორის არც კომენტარებით, რეაგირებას. ჩვენ გვირჩევნია, როგორც უკვე ითქვა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან," - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა