რამდენმა აბიტურიენტმა დააგვიანა ეროვნულ გამოცდაზე? - გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი დაგვიანებული აბიტურიენტების სტატისტიკას აქვეყნებს.
„დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.
მომდევნო გამოცდას აბიტურიენტები 7 ივლისს მათემატიკაში ჩააბარებენ, ხვალიდან კი საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას“,- ნათქვამია განცხადებაში.