თეგებით ძიება
05. 07. 2023 ვიდეო

"ყველას აინტერესებს რა მოხდა და მირეკავენ, არავინ მესამე ჯერ არ არსებობს" - ია ფარულავას პირველი კომენტარი ქმართან დაშორებაზე (ვიდეო)

მსახიობი, ია ფარულავა და ტარიელ სუარი ერთმანეთს დაშორდნენ.

ამის შესახებ თავდაპირველად ტარიელ სუარმა განაცხადა, შემდეგ კი მისი ეს განცხადება ია ფარულავამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს.

"ყველას აინტერესებს რა მოხდა და მირეკავენ. ხო, მე და ტარიელი დავშორდით. კაი, რა მოხდა ახლა, დიდი ამბავი. მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩებით. ახლა კი, მინდა გითხრათ, რომ ერბო-კვერცხს ვიკეთებ. გუშინ გვიანობამდე გასტანა ჩვენმა გადაღებამ და ცოტა არ იყოს დაღლილი ვარ, ემოციურადაც, სხვათა შორის.

ერთს გთხოვ, კომენტარებს ნუ მომწერთ, ისედაც გათიშული მაქვს. მეზარება კითხვა, გაანალიზება, პასუხი. ერთს ვიტყვი, რომ არავინ მესამე ჯერ არ არსებობს არც მისი და არც ჩემი მხრიდან. უბრალოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამოიწურა ეს ურთიერთობა და ჯობია, გადავიდეთ მეგობრულ ჯანსაღ ურთიერთობებზე.

ბოლოს და ბოლოს, სად შემიძლია ამ ასაკში ყოველ დილით სექსი?!", - განაცხადა ია ფარულავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა