თეგებით ძიება

„აქ საერთოდ ცოცხლები როგორ გადარჩენენ, არც ვიცი. მართლა ჯოჯოხეთს გავს“ - აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მოხუცი დედისა და ავადმყოფი შვილის უმძიმეს ყოფაზე წერს და ფოტოს აქვეყნებს.

„სასწრაფოდ ყურადღება!!!

ესენი შემთხვევით ვიპოვეთ და   მართლა გადასარჩენები არიან.

ფოტოზეც ძნელი გასარჩევი არიან ადამიანები...

მოხუცი დედა და მწვავე ავადმყოფი შვილი  ცხოვრობენ ამ საშინელებაში. 

რაზეც სხედან, მაგაზე სძინავთ ორივეს ერთად.

ვერც წარმოგიდგენიათ, შიგნით რა ხდება -  ნაგვით, ვირთხებით და ტარაკნებით არის სავსე.

ორივე ავადაა და აქ საერთოდ ცოცხლები როგორ გადარჩენენ, არც ვიცი. მართლა ჯოჯოხეთს გავს.

არაფერი არ აბადიათ, ვერც ვერსად გადიან, სოციალურ სასადილოში ჭამენ, ბრუნდებიან და აქ წვანან.

სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი, ასე ვერაფრით ვერ მივატოვებთ! 

მოგვეხმარეთ, ვისაც რითი შეგიძლიათ. მოხალისეებიც დაგვჭირდება, ვისაც გცალიათ და ამ ოთახში მუშაობა შეგიძლიათ. 

გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ, დღესვე ვიწყებთ და ყველაფერი გამოგვივა“, წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა