წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ, თქვენი მისამართი
"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 5 ივლისს, ზაჰესში, გრიგოლ ხანძთელის ქ. N 14-ის მიმდებარედ მათი წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის თქმით, დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 5 ივლისს, 12:00 საათიდან 6 ივლისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონი:
გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფერაძის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, ანდრონიკაშვილის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მარშალ გელოვანის, ბაქრაძის, გოთუას, მაჭავარიანის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს, ქოშიგორას და ზურგოვანს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ვაშლიჯვრის, ბენდუქიძის, დიდი დიღმის და მიმდებარე დასახლებებს
დიდუბის რაიონი:
აღამაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს და დიღმის მასივის I კვარტალის ნაწილს
გლდანის რაიონი:
გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს