კაცმა მაცივარში შენახული ბროკოლის შეფუთვაში გველი აღმოაჩინა
დიდ ბრიტანეთში კაცმა მაცივარში შენახული ბროკოლის შეფუთვა გახსნა და შიგნით ცოცხალი გველი იპოვა.
63 წლის ნევილ ლინდონის თქმით, მან ბროკოლი სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალში შეიძინა.
სახლში დაბრუნებულმა ბროკოლი მაცივარში მოათავსა და შემდეგ როდესაც მისი მომზადება გადაწყვიტა, აღმოაჩინა რომ ბროკოლთან ერთად გველიც უყიდია.
”ეს საშინელება იყო. გველების ძალიან მეშინია. კარგია, რომ ბროკოლი სამზარეულოში არ დავტოვე, თორემ გველი სახლში შემოვიდოდა. ეს ჩვენთვის დიდი რისკი იქნებოდა, რადგან ჩვენ აქ ორი დაუცველი ადამიანი ვცხოვრობთ”- განაცხადა მან.
წყარო: qartvelebi.gr