თეგებით ძიება
05. 07. 2023 მსოფლიო

წყალდიდობას მინიმუმ 15 ადამიანი ემსხვერპლა - რა მოხდა ჩინეთში?

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას მინიმუმ 15 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ მეზობელი სიჩუანის პროვინციაც დააზარალა, სადაც სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 85 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

სტიქიის გამო, ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ საფრთხის დონე ასწია.

სახელმწიფო მედიის ცნობით, რეგიონში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ასობით ჯგუფია ჩართული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა