“თამამად შემიძლია, გავრეცხო ბავშვის რაღაცები ისე, რომ წივილი არ ისმოდეს" - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე მიღებულ საჩუქარზე? (ვიდეო)
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსახიობი, გიორგი ყიფშიძე მეუღლეს გაშორდა, საზოგადოების ყურადღება ოჯახის მიმართ გაიზარდა.
გასულ კვირას მსახიობმა ძიძის ძებნის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მან შვილები კერძო ბაღში მიიყვანა.
"გოგებაშვილის 14 ნომერში არის ბაღი, რომელმაც ძალიან მაგარი საჩუქარი გაგვიკეთა მე და ჩემს შვილებს, წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა დახმარებაა ეს ჩემთვის.
თამამად შემიძლია გავრეცხო სარეცხი, ისე, რომ კივილი არ მესმოდეს იქითა ოთახიდან. პირველი დილაა, როცა ფანჯრები გამოვაღე და არ ვნერვიულობ, რომ ვინმე გადავარდება", - ამბობს მსახიობი.