თეგებით ძიება

"ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი ლილუაშვილი კრიმინალურ დახვედრებს გეგმავს" - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის კადრებს ეხმაურება.

"უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთოხება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას. 

გრიგოლ ლილუაშვილი ყველაზე სამარცხვინო კაცია, ივანიშვილის ბანკირებს შორის, რომლებიც პირადად მას ემსახურებიან და არა ხალხს. ლილუაშვილს, ამ დრომდე შერჩა სასულიერო პირების თვალთვალი, პედაგოგების მოსმენები, პოლიტოკოსების, ჟურნალისტების მიყურადება და ფიქრობს, რომ სულ ასე გაგრძელდება. 

კარგად უნდა იცოდეს, პუტინისა და ივანიშვილის მსახურმა ლილუაშვილმა, რომ აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. თავისუფალი სასამართლოსა და თავისუფალი პროკურატურის პირობებში.  

ფორმულას ჟურნალისტებმა თავად გამოიძიეს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და გამოძიებულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს - ქვების სროლაზე, თავდასხმაზე, მკვლელობაზე ... 

ლილუაშვილი და გომელაური ახლა ფიქრობენ როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან ... ალბათ, დროებით გამოსავალს მოძებნით მაგრამ ... ზუსტად იცოდეთ, რომ არც რუსეთის, პუტინის მსახურება შეგრჩებათ, არც ქურდობა, კორუფცია და არც კრიმინალური საქმიანობა.

მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მკაცრი რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს", - წერს ხაებიშვილი.

ცნობისთვის, იდენტიფიცირებულია მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმაში მონაწილე პირი - "ფორმულას" მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს ადამიანი სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია.

"ფორმულას" ინფორმაციით, სწორედ ახობაძემ გადაიყვანა მუმლაძე რამდენიმე თვის წინ უწყებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა