საქართველოს პრეზიდენტს მორალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამია შეიწყალა - სოზარ სუბარი
„მან შეიწყალა ადამიანი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი დიდი და მთავარი წყაროა“ -„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის მორალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„საქართველოს პრეზიდენტს მორალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიწყალა ადამიანი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი დიდი და მთავარი წყაროა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, გვარამია სტრასბურგში სარჩელს თუ შეიტანს იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება მასთან დაკავშირებით, ისევე გამტყუნდება, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა.
„სააკაშვილის საქმეს რომ სტრასბურგში წააგებდნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ამიტომაც არ უნდოდათ წასვლა. უბრალოდ, მართლა ვაიძულეთ ყოველდღიური მოწოდებებით. ბუნებრივია, სტრასბურგმა თქვა სიმართლე, რომ არანაირი წამება და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობდა. იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეული გვარამიასთან დაკავშირებით – დარწმუნებული ვარ, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა გვარამია და მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ისე გამტყუნდება თავის საქმესთან დაკავშირებით. გაბედოს და წავიდეს სტრასბურგში თავის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.