გავრცელებული ინფორმაციით, კიევის სასამართლოში ბრალდებულმა სამი ყუმბარა ააფეთქა, ბადრაგი კი მძევლად აიყვანა
„მთავარი არხი“ უკრაინულ ტელეარხებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას კიევში, შევჩენკოვის სასამართლოში მომხდარი აფეთქების შესახებ.
მათივე ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერია ცნობილი.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებულმა ბრალდებულმა სამი ყუმბარა ააფეთქა, ბადრაგი კი მძევლად აიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი და სპეცრაზმია მობილიზებული.