თეგებით ძიება

„კაცს სახლში შეუვარდა მტერი და ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება...“ - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში

„კაცს სახლში შეუვარდა მტერი და ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება. ის წინააღმდეგობას უწევს და სამეგობროს თხოვს დახმარებას. ისინიც, რითაც შეუძლიათ ეხმარებიან, ერთის გარდა…რომელიც ეუბნება, რომ არ უნდა იმ მტრის ზედმეტად გაღიზიანება, თან მასთან საერთო ბიზნესი აქვს, რითაც ოჯახს ინახავს.

მოკლედ, ვიცი რომ გიჭირს, მაგრამ ჩემი ოჯახი მყავს მისახედი. შენს პრობლემებს რომ მოაგვარებ, ისევ ვიმეგობროთ. ამ დამოკიდებულებაზე საყვედურს რომ ეუბნებიან, ბრაზდება და “მეგობრობას” აყვედრის…

ეს ხდება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში.

ახლა მითხარით - ასეთ კაცს მეგობრად ჩათვლიდით?!“ - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა