თეგებით ძიება

"9 წლის ბავშვი წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ..." - რა მოხდა რუსთავში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რუსკა მჭედლიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს..

მისი ინფორმაციით, 9 წლის ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. მასზე ძალადობს ოჯახის რამდენიმე წევრი.

„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. 

ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!

დედა მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო", - წერს რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა