თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას შეხვდა - რას წერს შეხვედრის შემდეგ ექსპრეზიდენტი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

“ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა.

საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არამხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება.

იმედია ყველაფერი ანაზღაურდება.

დიდი მადლობა ყველას ვინც გუშინ მოვიდა ვივამედთან. მე მაძლიერებს თქვენი თანადგომა, გვახსოვდეს, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გამოკლებით”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა