წყალი 6 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,ხვალ, 6 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზ.44/9 -თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ივლისის 12:00 საათიდან 6 ივლისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
ჩუღურეთის რაიონში: უზნაძის ქ. N 1-67 (კენტებს), N 2-24 (ლუწებს), ჭოროხის, დ.აბაშიძის N 15, 17 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.