თეგებით ძიება

ექსპერტიზამ გამორიცხა ინტოქსიკაციის კვალი, რაც ნიშნავს, რომ ანას გული არ არევია... - 12 წლის გოგოს ოჯახის ადვოკატი

დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის, ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტმა, ელი­სო რუ­ხა­ძემ განაცხადა, რომ მთა­ვა­რი ვერ­სია - თით­ქოს, გუ­ლის­რე­ვა და საკ­ვე­ბის გა­დაც­დე­ნა მოხ­და, ექსპერტიზამ გამორიცხა. ამის შე­სა­ხებ ადვოკატმა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვერ­სია, რომ ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა საკ­ვე­ბით ას­ფიქ­სი­ამ ან/და საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცელ­და და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც კარ­გი ვერ­სია იქ­ნე­ბო­და, რათა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მარ­ტი­ვად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

"რო­გორც გან­მი­მარ­ტა დე­დამ და ოჯა­ხის გა­რე­მოც­ვამ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია მა­ლე­ვე წა­მო­ვი­და რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან, ასე­ვე, თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ო­რე იმე­ო­რებ­და რა­ტომ­ღაც ამ აბ­სურ­დს, ვი­ნა­ი­დან, ბავ­შვს აღ­ნიშ­ნუ­ლი სუპი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე საათ-ნა­ხევ­რით ადრე ჰქონ­და მირ­თმე­უ­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხა ექ­სპერ­ტი­ზამ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის კვა­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გული არ არე­ვია და არ მო­წამ­ლუ­ლა რა­ი­მე­თი, მათ შო­რის, სუ­პით და ენერ­გე­ტი­კუ­ლით. მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი იყო, თით­ქოს გუ­ლის­რე­ვა და საკ­ვე­ბის გა­დაც­დე­ნა მოხ­და, რაც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სიც­რუე და ტყუ­ი­ლი.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ამ­ბა­ვი, რა­ტომ­ღაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცელ­და. თუ ოჯა­ხი არ იბ­რძო­ლებ­და ანის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ზე, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და­არ­ქვა, რომ გა­დას­ცდა სუპი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ ჭამა, ვიდ­რე გარ­დაც­ვა­ლე­ბა დად­გა. ეს იქ­ნე­ბო­და ერთ-ერთი მკა­ფიო და კარ­გი ვერ­სია გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც, იმის­თვის, რომ მარ­ტი­ვად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს საქ­მე და აღარ ყო­ფი­ლი­ყო ამ­დე­ნი გამ­ჟღავ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რაც დღეს დღის წეს­რიგ­ში დგას,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, დიდ დი­ღომ­ში, 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა