თბილისში ლევან კბილაშვილის ქუჩა გაიხსნა
თბილისში, გლადნში გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე კბილაშვილი წერს და ფოტოს აქვეყნებს.
„ახლა რასაც ვგრძნობ არ ვიცი რა უნდა ვუწოდო, ამხელა ტკივილთან ერთად უდიდესი სიხარულია, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღლა ისმის “ლევან კბილაშვილის ქუჩა”
შენ ეს შეძელი ლევან, შენი სახელი საშვილიშვილოდ დატოვე.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი ინივიატივითაც დაიწყო იმ ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე საუბარი, რომელ ქუჩაზეც დაიბადა და გაიზარდა ლევანიკო და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლომდე მიიყვანა ეს კეთილი საქმე.
დაბადების დღის საჩუქარია ლევანიკო შენი ქვეყნისგან მე ასე ვიტყვი.
შენი ბოლო სიტყვები, რომ გინდოდა ჰამლეტ გონაშვილივით დარჩენილიყო შენი ხმა და სახელი მართლაც რომ დარჩა…კიდევ ბევრს და დიდხანს ისაუბრებენ ლევან კბილაშვილზე“, - წერს სალომე კბილაშვილი.