თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის გაშვება, თუ ევროკავშირის წევრობა, მაინტერესებს რომელს აირჩევს „ქოცი“ - პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების არ მიკვირს, როცა ნახა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში, „ქართული ოცნების“ პირობებში გერმანული ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს დაამსგავსეს - ბუნებრივია, რომ მას ასეთი რეაქცია ექნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქოცისთვის“ მთავარია შურისძიება, ოპონენტის განადგურება და იმ ადამიანების მოსპობა, ვინც მათ სკამს საფრთხეს უქმნის, ამისთვის კი მზად არიან ალიანსი საქართველოს ყველა რჯულის მტერთან გააფორმონ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ანტიქართული, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად საქმე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ პრაქტიკულად საქართველოს ელჩი უკრაინიდან გამოწვეული და დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტამდე ცოტა გვიკლია.

თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავუსვამთ კითხვას იმის თაობაზე, მათთვის მიხეილ სააკაშვილის დასჯა-განადგურება უფრო დიდი ამოცანაა თუ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ჰიპოტეტურად რომ დადგეს საკითხი - მიხეილ სააკაშვილის გაშვება ან ევროკავშირის წევრობა, მაინტერესებს რომელს აირჩევს „ქოცი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა