"4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს გამოცდების ეროვნული ცენტრი?
გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ.
"4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ. მარიას დედა თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში აბარებს გამოცდას, ლაზარეს დედა კი - რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურას. იმისათვის, რომ პატარებს არ მოშივდეთ, ცენტრებში ჩვილები კოორდინატორებს შემოჰყავთ. დედები საგამოცდო სექტორებს მხოლოდ მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი კვლავ აგრძელებენ ტესტზე მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს გამოცდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ტარდება", - წერს გამოცდების ეროვნული ცენტრი.