თეგებით ძიება

Meta-მ “ტვიტერის” კონკურენტი აპლიკაცია გაუშვა

Meta-მ ოფიციალურად გაუშვა “ტვიტერის” კონკურენტი აპლიკაცია – Instagram Threads, რომელიც პირველივე რამდენიმე საათში მილიონობით მომხმარებელმა (5 მილიონზე მეტი) ჩამოწერა.

Threads გამიზნულია შესთავაზოს მომხმარებლებს სივრცე რეალურ დროში ონლაინ საუბრებისთვის, ფუნქცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო Twitter-ის გაყიდვის მთავარი წერტილი. ამის გარდა აპლიკაციას “ტვიტერთან” სხვა ბევრი საერთოც აქვს.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ იმას, რასაც Instagram აკეთებს საუკეთესოდ და შევქმნით ახალ გამოცდილებას ტექსტის, იდეებისა და იმის გარშემო, რაც თქვენს გონებაშია. Twitter-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედია ჩვენ გავაკეთებთ”, - განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა.

 

“მეტამ” თქვა, რომ Threads-ში შესაძლებელი იქნება პოსტის გამოქვეყნება 500 სიმბოლოს ლიმიტით. აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის 100 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

 

აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებლებს სთხოვენ დააკავშირონ თავიანთი “ინსტაგრამის” გვერდი, მიჰყვნენ იმავე ანგარიშებს, რომლებსაც უკვე “აფოლოვებენ” Instagram-ზე. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ როგორც საჯარო, ისე დახურული პროფილი. აპლიკაცია გთავაზობთ Threads-დან პოსტების პირდაპირ Instagram Stories-ში გაზიარების შესაძლებლობას. დადასტურებული Instagram ანგარიშები ასევე ავტომატურად მოწმდება Threads-ზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა