თეგებით ძიება

„2 წლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო!!! მესტიის მუნიციპალიტეტს რეანომობილი ეყოლება!“ - სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

ექსტრემალური სპორტის მოყვარული, ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის ძალისმევით შედეგი მიღწეულია და მესტიის მუნიციპალიტეტს რეანომობილი ეყოლება.

„2 წლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო!

ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც პეტიციას ხელი მოაწერა, ვინც ოდნავ მაინც გულთან ახლოს მიიტანა და გვერდში დაგვიდგა…

ეს შედეგი დაიდო სამოქალაქო აქტივიზმის ძალისხმევით! 

3 დღე დასჭირდათ ფიქრი სწორი პასუხის გასაცემად. შემდეგი ნაბიჯია დოკუმენტაცია რომელიც უნდა გახდეს საჯარო! 

ასევე აქვე ვიტყვი რომ რეანომობილი რომელსაც მიიღებს ხალხი იქნება ხალხის ძალისხმევით, ხალხისვე ბიუჯეტიდან დაფინანსებული !!! ასე რომ 2023 წელს პეტიციების და ათასი ძალისხმევის შემდეგ ვერცერთი პოლიტიკოსისგან ვერ დავიმადლით რეანომობილს.

კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მინდა გჯეროდეთ რომ ამ ქვეყანაში ჯერ ისევ მუშაობს სამოქალაქო აქტივიზმი და ვინც თავს იკავებთ ხოლმე იმ მოტივით რომ აზრი არ ექნება, გთხოვთ უბრალოდ დაიჯერეთ.

არავის დასჭირვებოდეს და ჯანმრთელობა ყველა სვანეთის მაცხოვრებელსა თუ სტუმარს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Mestia Municipality გთხოვთ მოგვაწოდოთ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი “, - წერს ფილფანი.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილის გამოყოფას ადგილობრივები დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა