უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა და საქართველოს ელჩს შესთავაზა, კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. ელჩმა გუშინ, 5 ივლისს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს განემარტა - მათ მიერ დაფიქსირებული შეშფოთება "სინამდვილეს არ შეესაბამება".