თეგებით ძიება

დუმილის უფლებას იყენებს... არაფერი ახსოვს - მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

45 წლის ლევან გადელია, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკვლელობა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა, დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებულის ადვოკატი, გიორგი მდინარაძეაცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს  მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.

„დუმილის უფლებას იყენებს არა იმის გამო, რომ ამის უფლება აქვს, არამედ, იმის გამო, რომ მას არაფერი ახსოვს. ყველაფერი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარეა, კლინიკაშიც იწვა და მკურნალობდა კიდეც“, - განაცხადა მდინარაძემ.

ადვოკატის თქმით, ლევან გადელია შესაბამის კლინიკაში მკურნალობას ცოტა ხნის წინ გადიოდა. იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა თუ არა ის შერაცხად მდგომარეობაში, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.

ცნობისთვის, ლევან გადელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19/109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა