თეგებით ძიება

მეუფე შიოს ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები - ანდრია ჯაღმაიძის სპეციალური განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს ინფორმაციას პატრიარქის თანამოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ და აცხადებს, რომ სისხლში მძიმე მეტალების კვალი აღმოჩნდა.

"ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ, ამის გარეშე რამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო ეს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან საუბარში.

ჯაღმაიძის თქმით, მეუფე შიომ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით ჩაიტარა ანალიზები, შემოწმდა როგორც სასმელი წყალი, ისე საკვები, თუმცა მასში საეჭვო ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა