თეგებით ძიება

სემეკ-მა „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა.

სემეკ-ის ცნობით, კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

„დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მარეგულირებელ კომისიაში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი. კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია – ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე.

შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით იყო გაუარესებული. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია.

სს „თელასსა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაევალათ ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის კომისიაში წარმოდგენა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე“, – აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა